პროექტის მთავარი იდეა: ჩვენ უკვე ვცხოვრობთ საბანკო სისტემაში, ამიტომ გვჭირდება პროცენტის კარგი ცოდნის გამოყენება.
: პროექტის აქტუალობა: ბანკი გვთავაზობს სხვადასხვა ანგარიშების გახსნას და პროცენტის სრული ცოდნა სწორ გადაწყვეტილებას მიგვაღებინებს, რომელ ბანკში, რომელი ანგარიში გავხსნათ.პროექტის მიზნები: გაცნობიერდებიან მოსწავლეები, რამდენად ხელს უწყობს პროცენტის ცოდნა, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოსაყენებლად.
მონაწილეთა ასაკი: მონაწილეთა ასაკი მე-11 კლასი. ვადები ხანგრძლივობა: სამი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროგუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეიძენენ და გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარს, მათი მიბაძვის სურვილი მოსწავლეებს ხელს შეუწყობს მომავალი პროფესის არჩევაში, გაიღრმავებენ ისტ-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. მოსწავლეები გათვითცნობიერდებიან, როგორ იპოვოს მოცემული რიცხვის პროცენტი ან პროცენტის რიცხვის პოვნა. კომპიუტერის საშუალებით შეუძლიათ გაიგონ ამა თუ იმ ბანკის პირობები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტისათვის საჭირო ძორითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, სვეტოვანი დიაგრამები, ცხრილები, ოგივა.
პროექტის მსვლელობა: ერთ ჯგუფს დავავალებ გამოიკვლიოს ლიბერთ ბანკის და საქართველოს ბანკის პირობები. მეორე ჯგუფს დავავალებ გამოიკვლიოს კრედოს და თიბისი ბანკის. მესამე ჯგუფს დავავალებ ამ ორი ჯგუფის მონაპოვარი ინფორმაცია მოათავსოს საიტზე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარს მრავალ საგანში. მათემატიკა, ინფორმატიკა, ეკონომიკა. გამოუმუშავდებათ კვლევის, დისკუსიების გამართვის უნარი.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო მალაყმაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:lineta20011@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:lineta20011.blogspot.com/
გაკვეთილის გეგმა:სიმრავლეები